,,საქართველოს ეკლესიის მოწამეობრივი გზის მასშტაბი განსაცვიფრებელია“ - ამერიკის და კანადის მიტროპოლიტი
რელიგია - 15:12, 26 Apr, 2015     2410
საკვირაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად აღვლინა.

ილია მეორემ ქადაგებისას ამერიკელ მღვდელმთავარს მიმართა, ამერიკის ეკლესია დალოცა - ,,ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია“ - აღნიშნა უწმინდესმა.

თავის მხრივ, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა სტუმრობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა უწმინდეს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტოორიული როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

,,მადლიერი ვართ სიმდაბლით სავსე და შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში. მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. მე წუხელ სასულიერო პირებთან ერთად მეტეხის ხიდის გასწვრივ ვსეირნობდი, სადაც 100 ათასი ქართველი მე-13 საუკუნეში ეწამა, რადგან მათ უარი თქვეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. საქართველოს ქრისტიანი მორწმუნეები, ქრისტეს ემსახურებოდნენ მაშინ, როცა ამქვეყნიური იმედი ამოწურული იყო. ქართველ ხალხს კლავდნენ, ქართულ ეკლესიებს ანადგურებდნენ, მაგრამ რწმენა ნარჩუნდებოდა, როგორც კლდე... ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადილებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათ ჩემს მსგავსად აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა", - ბრძანა ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა.

მიმართვის შემდეგ ილია მეორემ და ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42