დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება
რელიგია - 11:54, 26 Apr, 2015     1614
დღეს ქართველი მართლმადიდებლები ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. 2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით ეს უძველესი დღესასწაული – ჯვართაღმართება – აღადგინა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.

“სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე–დედოფალი ოჯახით და “ყოველი ერი”, წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს”. სწორედ IV საუკუნეში წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას უკავშირდება მივიწყებული დღესასწაული ჯვართაღმართება და პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის დროსაა დაწესებული.

IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს.

ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო.

“1 მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი “ხელის დადებითა მეფისაითა” აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმიდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი – აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. “იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა”, იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ–ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმიდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა”.

ერთი ჯვარი – თხოთში აღმართეს, მეორე – მირიან მეფის ძის, რევის მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და ერის სიმრავლითაც გამოირჩეოდა.

ისტორიული გადმოცემით, ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა.

სვეტიცხოვლის ტაძარში სამღვდელმთავრო წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებენ. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები ხარების დღესაწაულზე აკურთხა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42