საძინებელ ოთახში სიმყუდროვის შექმნა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მისი წარმატებით გადაჭრა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. იმისათვის, რომ მეტი კომფორტი შესძინოთ საძინებელს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. დაამატეთ საწოლს მეტი ბალიშები (სხვადასხვა ზომისა და ფერის), ასევე ფუმფულა გადასაფარებელი, რაც უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს ოთახს, სასურველია გრაფიკული პრინტებით, ან ოთახის სივრცის კონტრასტულ ფერებში, რაც მათ კონტურულად გამოკვეთს.
2. დაამატეთ განათება! შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის ლამპები ან მიმართული სანათები, ჭერის დამატებითი ნათურები, ტორშერები ან თუნდაც დეკორატიული LED ნათურები.
3. დაამატეთ პოსტერები და გრაფიკული პრინტები კედელს თქვენი საწოლის უკან! უკეთესი იქნება, თუ მათი ფერები შეესაბამება საწოლის გადასაფარებლისა და ბალიშების ფერებს.
http://luxhome.ge/
https://www.facebook.com/pages/Lux-Home/773208879436056?ref=hl




მასალის გამოყენების პირობები






