რომ ამ კანონის შერბილება არის პირველი ნაბიჯი, გადაგმული, მის სრულად გაუქმებისკენ.
,,21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეპროტესტებინა ის ინიციატივა, რომელიც მოდის მთავრობისგან, კერძოდ რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისგან. ცვლილება, რომელიც შევიდა კანონში, სადაც რბილდება ოკუპიებულ ტეიროტორიებზე საქართველოს საზღვრის გადმოლახვასთან დაკავშირებული ნორმა, კერძოდ ის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იცვლება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით - გარდა იმსია, რომ იურიდიული ნონსენსია და ასიმეტრიულ დამოკიდებულებას ვიღებთ საკუთარი საზღვრების მიმართ, რაც მთავარია, ეს არის პოლიტიკური აქტი, ვინაიდან რბილდება დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ’’, - აცხადებს ორგანიზაცია ,,ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების’’ ხელმძღვანელი მაკა ჯანაშია.
მისი თქმი, საქართველო არაფერს არ იღებს რუსეთისგან იმის სანაცვლოდ, რომ შევარბილოთ დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში
,,ქვეყანაში არავის არ აქვს ილუზია იმისა, რომ ამის სანაცვლოდ რამეს ვიღებთ ან მომავალში მივიღებთ. არაფერი არ შეცვლილა პარქტიკულად -რუსეთს არ გადმოუდგამს ჩვენს სასიკეთოდ ნაბიჯი და ჩვენ არ ვიღებთ იმის სანაცვლოდ არაფერს, რომ შევარბილოთ დამოკიდებულება, მითუფრო ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში'', - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მაკა ჯანაშია საქართველოს მთავრობის მიერ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის’’ შერბილებას და რუსეთში პოლიტიკური ელიტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარალალურ პროცესს უწოდებს, კერძოდ, გუშინ რუსეთის ერთ-ერთ არხზე გასული გადაცემა, სადაც რუსი პოლიტოლოგებისა და იგორ გიორგაძის მხრიდან სწორედ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.
,,რა თქმა უნდა, ეს მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში, რუსეთის პოლიტიკური თუ პოლიტოლოგთა ელიტა იკრიბება, მსჯელობს - რა უნდა საქართველოს და ითხოვს, რომ შერბილდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, ან საერთოდ გაუქმდეს, ეს იყო სწორედ მათი პირველივე მოთხოვნა. თუ გავაუქმებთ შესაბამისად უფრო კარგი გოგო-ბიჭები ვიქნებით და თუ შევარბილებთ არა გვიშავს... მთავარი აქ არის კურსის ცვლილების პრობლემა, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებდა და დღესაც იგივეს საუბრობენ.
გარდა ამისა, როცა აუქმებ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თავად ამბობ, რომ ტერიტორიები არ გაქვს ოკუპირებული, შერბილება ამ კანონის პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით გადადგმული. სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთერთობები არ არის ის ფასი, რომლის გამოც ჩვენ უნდა გავადგათ ასეთი ნაბიჯი. მე არ მეგულება ქართველი, რომელიც უარს იტყვის იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული’’, - განაცხადა მაკა ჯანაშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






