როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი გაასაჩივრებენ 15 მარტს მიღებულ გადაწვეტილებას, რომელიც ყოფილი მერის ახალი ვადით პატიმრობას ეხება.
ადვოკატს პრეტენზიები მოსამართლე ვახტანგ ბრელაშვილის მიმართ აქვს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ განგებ შეარჩია ისეთი მოსამართლე, რომელიც პროკურატურისთვის სასურველ განაჩენს გამოიტანს.
როგორც ცნობილია, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი წარედგინათ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, ეს საქმე სასამართლოში უნდა განეხილა მოსამართლე ვახტანგ ბრელაშვილს, რომელმაც ცალკე საქმედ გამოყო სააკაშვილის საქმე.
ამის შემდეგ უგულავას საქმის განხილვა დაიწყო მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა, რომელმაც ასევე არ განიხილა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა.
უგულავას ადვოკატს მიაჩნია, რომ პროკურატურამ ამ საქმეების კვლავ გაერთიანება მოითხოვა, რათა „საქმე ისევ მათ მიერ მართულმა მოსამართლემ განიხილოს“.
„ჩვენ ვასაჩივრებთ კანონის ისე წაკითხვას, რომელიც მოსამართლეს უფლებას აძლევს პირი გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ვადაზე მეტი ხნით დატოვოს პატიმრობაში უკანონოდ“,- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილია.
გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბრელაშვილმა 28 აპრილის სხდომაზე უნდა გამოაცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






