„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-პოლ იუნკერისადმი გაგზავნილი წერილის ტექსტმა გაჟონა და ცნობილი გახდა, რომ შტაინმაიერი ევროკავშირს „რუსეთის შეშფოთების“ სწრაფად განმუხტვისკენ მოუწოდებს, რაც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ეხება.
სააგენტოს თანახმად, წერილში შტაინმაიერი იუნკერს მოუწოდებს, „პრაქტიკული გადაწყვეტილებების“ მისაღებად ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდეს.
რუსეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წინააღმდეგ (DCFTA) გამოდის, რაც 2014 წლის მარტში ევროკავშირისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილის ასოცირების შეთანხმების მთავარ არსს წარმოადგენს.
ვინაიდან, რუსეთის წინააღმდეგობის გამო DCFTის ძალაში შესვლა გადაიდო, ის 2016 წლის 1 იანვრისთვის ამოქმედდება.
წერილში, რომელიც 2 აპრილით თარიღდება, შტაინმაიერი ევროკომისას „შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი მოქნილობის“ გამოყენებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, გერმანია DCFT-ის სწრაფად განხორციელებას მხარს უჭერს და დასძენს, რომ „ დრო ძალიან სწრაფად გადის.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






