"აღდგომის დღეებში მოდის ჩემი შვილი იმქვეყნიდან"- შესაძლებელია თუ არა გარდაცვლილთან კონტაქტი
ეს საინტერესოა - 15:33, 25 Apr, 2015     55940
სასწაულები ჩვენს გარშემო, მართლაც ხდება. ადამიანები ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა, შინაგანად, მაინც რაღაცის გვწამს. ქალბატონ ლელას, არასდროს სჯეროდა სასწაულების, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ღმერთი ბავშვობიდან სწამდა და სანთელსაც ყოველდღიურად ანთებდა. სამწუხაროდ, ქალბატონი ლელას ცხოვრებაში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რამაც მისი ამქვეყნიური ბედნიერება დაასამარა. დღეს კი ის, მხოლოდ სასწაულების მოლოდინში ცხოვრობს.

"სტუდენტობის დროს შემიყვარდა ერთი ბიჭი, სახელად გიორგი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ბებიაჩემი ხშირად მეუბნებოდა, ისეთი ურთიერთობა გაქვთ, ნეტავ, თვალი არ გეცეთო. ამაზე სულ ვიცინოდი. რომ დავამთავრეთ ინსტიტუტი, დავქორწინდით. ტრადიციული ქორწილი გადავიხადეთ. უბედნიერესები ვიყავით. ერთ კვირაში, ქორწილში გადაღებული სურათები მოიტანა გიორგიმ სახლში. ერთი სული მქონდა, როდის დავათვალიერებდი და, აი, სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. მოკლედ, გიორგის თითქმის ყველა სურათში, თავზე შავი ლაქა აღმოვაჩინე. ყურადღებას არ მივაქცევდი და ვიფიქრებდი, უბრალო დეფექტი არის-მეთქი, მაგრამ მინდოდა, ერთი მათგანი ჩარჩოში ჩამესვა და ყველაში რომ შავი ლაქა დავინახე, არ მესიამოვნა. ზუსტად ერთ წელში დატრიალდა ტრაგედია და სამყარო თავზე დამემხო. გიორგის ძალიან ახლო ძმაკაცი ჰყავდა ბათუმში. ერთ დილასაც ტელეფონის ზარი გაისმა და გვითხრეს, ლაშა, ანუ ის მეგობარი, ავარიაში მოჰყვა და ძალიან მძიმედაა, თუ გადარჩება არ გვგონიაო. სხვათა შორის, ლაშა ჩვენს ქორწილში მეჯვარე იყო. გიორგი წამოხტა, ჩაცმა დაიწყო და ყვიროდა, უნდა ჩავუსწრო, იქნებ გადავარჩინოო. იმ ღამით, უცნაური სიზმარი ვნახე, თან აღდგომის წინა კვირა იყო და ამიტომ მივაქციე ყურადღება. სიზმარში მე და გიორგი მანქანით მივდიოდით, წინ შავი მდინარე შეგვხვდა და გიორგიმ მანქანა, პირდაპირ ამ ადიდებულ შავი ფერის მდინარეში შეაგდო. მე ყვირილი დავიწყე და, ამ დროს ტელეფონის ზარმაც გამომაღვიძა. ვემუდარებოდი, წადი, ოღონდ ჯერ დაწყნარდი, გიჟს ჰგავხარ და შენც რამე არ დაგემართოს-მეთქი. ამიხდა კიდეც. გიორგი ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, მე დავრჩი საბუკაზე ორსულად და რა დღეში ვიქნებოდი. ერთადერთი, ის მამშვიდებდა, რომ აღდგომის დღეები იყო და სამოთხეში მოხვდებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიმშობიარე, მეყოლა ულამაზესი ბიჭი და დავიწყე მისი გაზრდა. დღე ვმუშაობდი, საღამოს კი სულ საბუკასთან ვატარებდი დროს. ძალიან ჰგავდა მამას და სულ ვიმეორებდი გულში, რაც იმას დღეები დააკლდა, შენ შეგემატოს, შვილო-მეთქი.

ზუსტად ხუთ წელში, საბუკაც მამასთან წავიდა. მიმატოვა და იმქვეყნად დაიმკვიდრა სასუფეველი. მივხვდი, მისი წასვლით ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ვერც თავი მოვიკალი, რადგან მითხრეს, იმქვეყნად ვერ ნახავ ქმარ-შვილს და ჯობია, ამქვეყნიდან დაეხმარო მათ სულებს, მათთვის ილოცოო. საბუკამაც და გიორგიმაც, გაზაფხულზე მიმატოვეს, აღდგომის დღეებში.

სასწაულების არ მჯეროდა, მაგრამ ჩემს ოჯახში, ეს ყოველ აღდგომა დღეს ხდება და როგორ არ ვიწამო? როგორც მითხრეს, გარდაცვალების შემდგომ, ადამიანის სული იმქვეყნად მიდის, მაგრამ არსებობს დღეები, როცა ახლობლებთან კონტაქტს ამყარებენ იმქვეყნიდან და მინიშნებებს გვაძლევენ. საბუკას გარდაცვალების შემდეგ დავაკვირდი, რომ ჩემს ფანჯარასთან, აღდგომის დღეებში მოფრინდება თეთრი მტრედი. ჯდება რაფაზე და ღუღუნებს, თან სახლში იხედება. გადაივლის თუ არა აღდგომის დღეები, მიფრინავს და აღარ მოდის. თან, სულ მე მაკვირდება, სადაც წავალ, თვალს მაყოლებს. პურს ვუნამცეცებ და რაფაზე ვუყრი. არ მიფრინავს, არც კი ეშინია ჩემი. ხანდახან ვფიქრობ, ხომ ამბობენ, სულთა გარდასახვა ხდება ფრინველებსა და ცხოველებშიო – იქნებ საბუკას სული გარდაისახა მტრედში და ის მაკითხავს-მეთქი. საბუკას ძალიან უყვარდა სააღდგომო, წითელი კვერცხი. ვუმალავდი, რომ კვირა დღემდე არ ეჭამა. მაგრამ, როგორც კი შევღებავდი, თასზე დავალაგებდი და თვალს მივეფარებოდი, მპარავდა და ჭამდა. ამის გამო ხშირად ვუბრაზდებოდი, ის კი იცინოდა. მოკლედ, წინა აღდგომასაც, პარასკევს, დილით შევღებე კვერცხი, თასზე დავალაგე და მაგიდაზე დავდე. მეორე დღეს, რომ გავიღვიძე, ერთი კვერცხი, თასის გვერდით იდო. გავოცდი, ეს როგორ მოხდა-მეთქი. მეგობრებმა მითხრეს, რომ არ გჯერა საბუკა ისევ შენს გვერდითაა, ეს იმის ნიშანიაო. იმ დღის შემდეგ, სახლში სულ ვაკვირდები და ხან რა მხვდება გადაადგილებული და ხან რა. არადა, ადრე ამას არც კი მივაქცევდი ყურადღებას. ქორწინების ბეჭედს არასდროს ვიხსნი, მხოლოდ ბანაობის დროს და ვდებ აბაზანის შესასვლელთან, თაროზე. სულ რამდენიმე დღის წინ, მოვიხსენი, დავდე და აბაზანიდან რომ გამოვედი, იმ ადგილას, აღარ დამხვდა. გამახსენდა ჩემი შვილი სამი წლის რომ იყო, ჩუმად აიღო ის ბეჭედი და საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადო. მაშინვე საძინებელში გავვარდი და მართლაც იქ დამხვდა. ეს არავისთვის მომიყოლია, სიტყვამ მოიტანა და გითხარით, თორემ, ზუსტად ვიცი, ვინმეს რომ მოვუყვე, არ დამიჯერებს. იფიქრებს, შვილმკვდარი დედაა და ეჩვენება რაღაცეებიო.

დიახ, აღდგომის დღეებში მოდის ჩემი შვილი იმქვეყნიდან, უხილავად მაფორიაქებს, მახსენებს თავის ცელქობას და მერე, ისევ უჩინარდება. სასწაულ სიზმრებსაც ვხედავ ამ პერიოდში. მითხრეს, აღდგომის დღეებში, ადამიანს ის გარდაცვლილი ადამიანები ესიზმრება, რომლებმაც ძალიან დაწყვიტეს გული და აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რას გთხოვენ სიზმრად, ან რას მოგაწვდიან, რაზე გესაუბრებიან და რაზე მიგანიშნებენო. ორი წლის წინ, აღდგომას, სასაფლაოზე გავედი, ბევრი ვიტირე, გავაგორე ქმარ-შვილის საფლავზე წითელი კვერცხი. სახლში დაბრუნებული თავს ცუდად ვგრძნობდი და დავწექი. ჩამეძინა და სიზმარი ვნახე, გიორგი და საბა მაგიდასთან ისხდნენ, მეც მივუახლოვდი და მისაყვედურეს, რა არის, დავიღალეთ ამდენი ტირილის მოსმენით, დაგვავიწყდა როგორ იღიმიო. სიზმარშივე გავიფიქრე, ნეტავ, რა მაქვს გასახარელი-მეთქი. საბუკამ კი მთხოვა, დედა ჩემთან რომ მოხვალ, ის მანქანა წამომიღე, დაბადების დღეზე რომ მიყიდეო. რომ გამეღვიძა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. საბუკა იმ მანქანით იძინებდა და რომ გარდაიცვალა, ჩასასვენებელში ჩავუდეთ. სასაფლაოზე, სანამ დაკრძალავდნენ, ის მანქანა ამოვიღე და ვუთხარი, შენ აღარ მეყოლები, მაგრამ ამით დავიძინებ აწი-მეთქი. მამაომაც მითხრა, მართალია, ეკლესია სიზმარს არ აღიარებს, მაგრამ აღდგომის დღეებში, გარდაცვლილი ახლობლები ბევრ ადამიანს ესიზმარება – მოდიან და მიყვებიან, რჩევას მთხოვენო. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილები, იმქვეყნიდანაც გვახსენებენ თავს და მინიშნებებით ამყარებენ ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა კი არ მიმატოვეს, მუდამ ჩემ გვერდით არიან, მთავარია, მათი უჩინარი სხეული მინიშნებებით შევამჩნიო."

წყარო „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42