კადიროვის თქმით, მზად არის პუტინის ბრძანებისთანავე პოსტი დატოვოს.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, ის პუტინთან დაპირისპირებას არ აპირებს და საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვებისთვისაც მზად არის.
„მე უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი ვარ. რასაც მიბრძანებენ, 100 %-ით შევასრულებ. თუ საჭირო გახდა თანამდებობიდან წავალ, სიკვდილისთვისაც კი მზად ვარ. აქედან გამომდინარე, ის რომ პუტინთან დაპირისპირება მაქვს, უბრალოდ სასაცილოა. ის ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალია“ - განაცხადა კადიროვმა.
მედია, კადიროვისა და პუტინის დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც რამზან კადიროვმა გროზნოში სტავროპოლის პოლიციის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აღშფოთება გამოთქვა და ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებს დაავლა, იმ შემთხვევაში თუ რუსი ძალოვნები სხვა რესპუბლიკებიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაუკითხავად შევლენ, მათ ცეცხლი გაუხსნან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






