კვლევაში მონაწილეები 3 თვეში 8 კილოგრამს იკლებდნენ, ისე, რომ მათ სხვა არანაირი შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული, გარდა ყოველი ჭამის წინ თითო ვაშლის მიღებისა.
დიეტოლოგი ამ დიეტის დაცვისას გვირჩევს, რომ დღეში 4-5 ჯერადი კვებით ვიკვებოთ, მხოლოდ პატარა ულუფებით.
გარდა იმისა, რომ დღეში მინიმუმ 3 ცალი ვაშლის ჭამაა აუცილებელი, უნდა მიირთვათ 5-6 პორცია ხილი და ბოსტნეული დღეში, რაც ორგანიზმში ზედმეტი კალორიების დაგროვებას შეუშლის ხელს.
რეკომენდებული საკვები: ვაშლი, დაბალცხიმიანი ყველი, დაბალცხიმიანი იოგურტი, კვერცხი, ქათმის მკერდი ან ინდაურის ხორცი, ორაგული, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ბროკოლი, სალათის ფურცლები.
დიეტის მაგალითი: საუზმე: ვაშლი, ომლეტი ყველით, 1 ჭიქა წინა ღამით დაყენებული შვრია. დილის სასუსნავი: 1/2 ჭიქა უცხიმო იოგურტი, ამდენივე დაბალციხმიანი ყველი. ლანჩი: ვაშლი, გრილზე შემწვარი ქათმის მკერდი, ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1/2 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი. შუადღის სასუსნავი: ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული. სადილი: ვაშლი, გრილზე შემწვარი ორაგული, მწვანე სალათი დიეტის დადებითი თვისებები: ვაშლი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობას, მასში არსებული ფლავონიდები ებრძვის გულის დაავადებებს. დიეტა ადვილი დასაცავია და არ საჭიროებს გამუდემბით კალორიების თვლას.
მასალის გამოყენების პირობები