გიგი უგულავას დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში, შსს იძულებით ღონისძიებებს მიმართავს
სამართალი - 10:34, 11 Feb, 2013     965

,,ნიუპოსტი'' უცვლელად გთავაზობთ შსს-ს განცხადებას.

,,მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში ქალაქ თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა.

 

მართალია, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმის სახით წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა და მისი იძულებით მოყვანა საგამოძიებო ორგანოში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს ახალი წესი  ამოქმედდება 2013 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც ეს მითითებულია დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილში.

 

დღეისათვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. ის ვალდებულია სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მოყვანილი. 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი ადგეს პირის იძულებით მოყვანის წესს, კერძოდ, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, გასცემს ბრძანებას პირის იძულებით მოყვანის შესახებ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლში მოცემულია იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბრალდებულად ცნობა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ თანხმობას მოითხოვს. ამ ჩამონათვალში არ არის ქალაქის მერი.

 

გამოძიება აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები’’, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42