- ამ შინაარსის წერილს ხელს აწერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებას ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში’’ ცვლილების შეტანის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი მთავრობის ინიციატივას, არ დააყენონ საქართველო საკუთარი სასიციცხლო ინტერესების დათმობის გზაზე.
,,მოგეხსენებთა საქართველოს მთავრობის ინიცირებით, იგიგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, მისი იმ ნორმის შერბილების მიზნით, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკნონოდ გადმოკვეთის ფაქტებზე.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით, საქართველოს პარლამენტი ნაწილობრივ შეასრულებს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონის უკანწაღების მოთხოვნით არაერთხელ გამოსულან რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი. მოვიყვანთ მის ერთ-ერთ განცხადებას: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საშინელი კანონი პოლიტიკური ისტებლიშმენტის საუბრის საგანია. დავაკვირდებით, როგორ იმოქმედებს საქართველოს ახალი მთავრობა ამ კანონთან მიმართებაში. ტერმინი ,,ოკუპაცია’’ არ არსებობს, არსებობს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. სხვა საქმეა, რომ სხვებს ეს ახალი რეალობა ჯერ არ გაუცნობიერებიათ. რაც არჩევნების შემდეგ საქართველოში მოხდა, გააზრებას მოითხოვს. ქართველ პოლიტიკოსებს არა მათი განცხადებების, არამედ საქმეების მიხედვით შევაფასებთ’’.
მიგვაჩნია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შერბილება იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობის გზაზე და ის ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ჩაშლას.
ამიტომ პარლამენტს მოვუწოდებთ არ დაუჭიროთ მხარი მთავრობის ინიციატივას, არ დააყენონ საქართველო საკუთარი სასიციცხლო ინტერესების დათმობის გზაზე.
ხვალ 13 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გავაპროტესტებთ აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის გეგმას. მოგიწოდებთ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შემოგვიერთდით!’’- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
1. ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები
2. ტოლერანტობის სახლი
3. უფლებების სკოლა
4. ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი
5. მოძრაობა საქართველო ოკუპაციის გარეშე
6. ტურიზმის სოფლის მეურნეობის კვლევითი და გადამზადების ინსტიტუტი
7. ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბი
8. სამოქალაქო ინიციატივა პრო პატრია
9. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი
10. ეკო ტრანსპორტ ცენტრი
11. ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი
12. მოძრაობა პატრიოტები
13. საერთაშორისო ალიანსი ახალგაზრდული და სტუდენტური ინტეგრაციისთვის
მასალის გამოყენების პირობები






