რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის პატიმრობაშ მყოფი უკრაინელი პილოტი, ნადეჟდა სავჩენკო შესაძლოა ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლონ.
მისი თქმით, სავჩენკო არა მძევალი, არამედ დანაშაულში ეჭვმიტანილია, რომლის გათავისუფლება შესაძლოა მინსკის ხელშეკრულბით გათვალისწინებული ამნისტიის ფარგლებში მოხდეს. თუმცა, სავჩენკო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
„თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ის უდანაშაულოა, ბუნებრივია არანაირი კითხვები არ იქნება. მაგრამ თუ დამნაშავედ გამოაცხადებს, გამორიცხული არ არის ამნისტია შეეხოს“ - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხოვნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგოამრეობის უკიდურესად დამძმების გამო, 5 მარტს შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






