ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცი ეროსი კიწმარიშვილის საქმეში - ახალი დეტალები
სამართალი - 12:28, 22 Apr, 2015     2483

ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უცხო მამაკაცის ვინაობის დადგენაზე მუშაობს.

როგორც „ნიუპოსტს“ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ მამაკაცი, რომლის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, არაქართული გარეგნობის არის.

„მას შემდეგ რაც შესწავლილი იქნა ვიდეომასალა, რამდენიმე პირის მიმართ ინტერესი არსებობდა. ვიდეომასალაში არსებული რამდენიმე პირის იდენტიფიცირება მოხდა და ისინი უკვე დაიკითხნენ. დარჩენილი იყო პიროვნება, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მე მომეჩვენა, რომ ამ პირს არაქართული, სპორტული გარეგნობა ჰქონდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა ჩრდილოკავკასიური გარეგნობა. აქვს თუ არა ამ პირს შემხებლობა მომხდართან, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ ვიდეომასალაში დავინტერესდით რამდენიმე პირით, ვინც კორპუსთან კონრეტული დროის მონაკვეთში გამოჩნდა. უმეტესი ნაწილი იდენტიფიცირებულია. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელზეც გვაინტერესებდა თუ რატომ იყვნენ ამ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ საკმაოდ გაფილტრული ადამიანების ჯგუფი შევადგინეთ და ვთხოვეთ გამოძიებას გაერკვია, რა უნდოდათ ამ პირებს იმ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე დავინტერესდით ამ ადამიანითაც, რომლის გამოსახულება გამოძიებას აქვს, მაგრამ ვერ გაარკვია ვინ არის“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება კიდევ ერთი პირით დაინტერესდა. როგორც კიწმარიშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების მიმართ ინტერესი გარკვეული მიზეზების გამო გაჩნდა.

„არის პირი, რომლითაც გარკვეული მიზეზების გამო გამოძიება მისი პიროვნებით დაინტერესდა. გავიგეთ მისი ვინაობა და სახელი. გამოძიებამ ის უკვე დაკითხა და დაიწყო მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება. იანვრის ბოლოდან ეს საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ამ საქმეს აქვს თუ არა შემხებლობა ჩვენ საქმესთან ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42