უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები გუშინ გაიმართა.
"კამპ ნოუზე" კატალონიის "ბარსელონამ" "პარის სენ ჟერმენს" ანგარიშით 2:0 სძლია და ნახევარფინალის საგზურის მოიპოვა.
მე-14 წუთზე ანდრეს ინიესტამ ნეიმარი მეკარის პირისპირ გაიყვანა, რომელიც „პსჟ“-ის მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
34-ე წუთზე კი ნეიმარმა დანი ალვეშის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
პირველ მატჩში კატალონიელებმა ფრანგებს 3:1 სძლიეს, შესაბამისად, ისინი სერიოზულ ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობდნენ.
რაც შეეხება "ბაიერნი"-"პორტუს", გერმანელებმა მეტოქე მასნპინძლად 6:1 დაამარცხეს.
1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გერმანელებს ორბურთიანი სხვაობით ჰქონდათ წაგებული, ამიტომ მათ სწრაფი გოლი სჭირდებოდათ. ანგარიში, ალკანტარამ მე-14 წუთზე გახსნა, რის შემდეგაც “რეკორდ მაისტერმა” პირველ ნახევარში კიდევ 4 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა პრესტიჟის გოლი შეაგდეს, თუმცა საბოლოო ანგარიში, „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ალონსომ დააფიქსირა და 88-ე წუთზე „პორტოს“ კარში კიდევ ერთი გოლი შეაგდო.
მასალის გამოყენების პირობები






