შპს ,,შემოქმედმშენის“ და შპს ,,ჯორჯიან კომპანის“ დირექტორები დააკავეს
სამართალი - 10:33, 22 Apr, 2015     1990

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისთვის ფაქტზე შპს ,,შემოქმედმშენის“ დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის“ დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავა.

დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „შემოქმედ მშენი“, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშერულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. 2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შპს „შემოქმედ მშენმა“ თავისმხრივ დაუკვეთა შპს „ჯორჯიან კომპანი“-ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.

ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42