საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 18
6. ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 205
3. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
როგორც ვხედავთ საპროცესო კოდექსის ეს ნორმა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეზე ერთი და იგივე ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე პატიმრობის გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში აჭარბებს 9 თვიან ვადას, წარმოდგენს არასწორ ანალოგიას ნორმისა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი შეიძლება ცნობილი იყოს ბრალდებულად არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მას სხვა დანაშაულის შემთხვევის გამო არ წარედგინება ახალი ბრალდება. ახალი ბრალდების წარდგენის მომენტიდან ძველი 9 თვიანი ვადის დინება წყდება და იწყება ახალი 9 თვიანი ვადა, ანუ ბრალდებულად (არაპატიმრობაში) ყოფნის ვადა საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს 9 თვეზე მეტი ---169-ე მუხლის მერვე ნაწილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი იქნას დამატება ამკრძალავი ნორმის სახით, რომელიც ერთი და იგივე პირის მიმართ წარდგენილი ბრალდებებისა და წარმოებული საქმეების რაოდენობის მიუხედავად, დასაშვებად მიიჩნევდა პატიმრობის ან სხვა უფლებების შემზღუდველი ღონისძიებების მხოლოდ ე რ თ ჯ ე რ ა დ ა დ გამოყენებას.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი"
მასალის გამოყენების პირობები






