პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი - 20:14, 21 Apr, 2015     1249

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის „საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, ჩეხეთის ელჩის მოადგილე ვერონიკა შიდო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, მკვლევრები, ლიტერატორები, მწერლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ, ჩეხეთის ელჩის მოადგილე ვერონიკა შიდომ და საქართველოს პარლამენტის ევრონული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ორენოვანი წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე მომზადდა. შსს-ს არქივი უკვე წლებია გამოსცემს ორენოვან ჟურნალ „საარქივო მოამბე“-ს, რომელიც არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტების მიხედვითაა აგებული. მკითხველთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ არქივში დაცული დოკუმენტები კიდევ უფრო მასშტაბური ფორმით – ორტომეულის სახით გამოცემულიყო. გამოცემაში გასული საუკუნის საქართველოს ისტორია ყოველგვარი შელამაზების გარეშე და თვალნათლივაა აღწერილი. მკითხველი გაეცნობა იმ პერიპეტიებს, რომელებიც საქართველოში 1921-1989 წლებში განვითარდა, მათ შორისაა, ქვეყნის გასაბჭოება, მასშტაბური რეპრესიები, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილის და ქართული გენოფონდის განადგურება, ბრძოლა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო შსს-ს არქივის მიერ მომზადებული ფილმი „საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია“ და გამოიფინა საარქივო დოკუმენტების მიხედვით მომზადებული ბანერები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42