რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი , აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი მძიმედ არის დაჭრილი და მას დაჯგუფების მართვა არ შეუძლია.
ამის შესახებ ინფომაციას „გარდიანი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ISIS-ის ლიდერი, მარტში, ანტიტერორისტული კოალიციის მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს დაიჭრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ჯიჰადისტთა წამყვანმა ბოევიკებმა ახალი ლიდერის კანდიდატურის ასარჩევად, საგანგებო შეკრებაც გამართეს.
წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ალ-ბაღდადის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მან დაჯგუფების მართვაზე სრული კონტროლის აღდგენა ჯერ ვერ შეძლო.
ორმა სხვადასხვა ოფიციალურმა წყარომ დაადასტურა, რომ 18 აპრილს, კოალიციის ძალება სირიის საზღვართან ISIS-ის პოზიციები დაბომბეს. თუმცა მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სამიზნე დაჯგუფების ლიდერი გახდა - წერს გამოცემა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






