93 წლის ოსკარ გრენინგი, მეტსახელად „ბუღალტერი“ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 300 ათასი ტყვის მკვლელობაში მორალურ მონაწილეობას აღიარებს.
გრენინგს, გერმანიის სასამართლო მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორობაში სდებს ბრალს.
„ეჭვგარეშეა, რომ მე მორალურად ამ დანაშულის მონაწილე ვარ. ძალიან ვწუხვარ და პატიებას ვითხოვ“ - განაცხადა გრენინგმა დღეს გამართულ სასამართლოზე. „ბუღალტერმა“ აღიარა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მისი მისვლის დღიდან - 1942 წლიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ გაზის კამერებში ტყვეებს ხოცავდნენ.
ოსკარ გრენინგს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ტყვეებისთვის ჩამორთმეული ნივთების აღრიცხვა ევალებოდა. მისი თანამდებობის გამო მეტსახელი „ბუღალტერი“ შეარქვეს.
გრენინგის საქმის გამოძიება 1985 წელს დაიწყო, თუმცა არასაკმარისი მტიცებულებების გამო, დანაშაულში მისი უშუალო კავშირი არ დასტურდება.
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი და სისხლიანი საკონცენტრაციო ბანაკი.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






