დაჩი დარჩიას მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 15:53, 21 Apr, 2015     1017
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ გრძელიშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე „ერევნის სკვერში“ მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც მ. გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დ. დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას მ.გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაჩი დარჩია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა. მ. გრძელიშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მიხეილ გრძელიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით (ცივი იარაღის ტარება), შედეგად განესაზღვრა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს მიხეილ გრძელიშვილისთვის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) დანიშნული სასჯელი - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ბრალდებულს საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42