აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოსკოვში, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება.
გამოცემა „ტაასის“ თანახმად, ალიევის პრეს-სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსკოვში ჩასვლაზე თანხმობა, ვლადიმერ პუტინისგან მოწვევის მიღებისთანავე განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, აშშ-ის, საქართველის, ავსტრიის, მოლდოვას, შვედეთის, ჩერმოგორიის, ფინეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩავა. მოსკოვში არ ჩავა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუმცა ვიზიტზე უარის თქმის მიზეზები უცნობია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ინდოეთის პრეზიდენტმა, ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ვიეტნამის, სომხეთისა და კუბის ლიდერებმა განაცხადეს. აღლუმზე დასწრების მზადყოფნა ჩეხეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმაც გამოთქვეს.
რაც შეეხება, ბელორუსიის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს, მოსკოვში ჩასვლას არც ბელორუსიის ლიდერი აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღეს მინსკში მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან აღლუმის ჩაბარება მხოლოდ მთავარსარდალს შეუძლია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






