უკრაინელი პილოტი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს დედა მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და შვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.
მარია სავჩენკოს თქმით, მისი შვილი პოლიტიკური პატიმარია, რასაც ისიც მოწმობს რომ მისი დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები გამოძებამ ამ დრომდე ვერ წარადგინა.
„მე ვარ სასოწარკვეთილი დედა და მზად ვარ მთელი მსოფლიო შემოვიარო, რათა შვილის გადასარჩენად ხმა ყველას მივაწვდინო“ - განაცხადა მარია სავჩენკომ.
მარია სავჩენკომ, შვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით წერილი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელსაც გაუგზავნა.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხოვნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგოამრეობის უკიდურესად დამძმების გამო, 5 მარტს შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






