არაბულმა კოალიციამ, იემენის დედაქალაქ სანაში, ამბოხებული შიიტი ჰუსიტების პოზიციებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 25, ხოლო დაშავდა 400-მდე ადამიანი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა გუშინ ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია , რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტს, სანამ ამბოხებულები იარაღს არ დაყრიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






