"უნდა დავლოდებოდით „ტრუპებს“- რა ჩვენება მისცა შალვა აბულაძის საქმეზე მისმა დამ?
სამართალი - 11:49, 21 Apr, 2015     12678
როგორ გაჩნდა შალვა აბულაძის საქმეში რამინ მამედოვის გვარი და რა ჩვენება მისცა გამოძიებას „შალალოს“ დამ, ადვოკატმა სალომე აბულაძემ ? „ქრონიკა+“ მა ექსკლუზიურად მოიპოვა სალომე აბულაძის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 5 აპრილით თარიღდება:

„თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მე , როგორც მისი ადვოკატი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ჩემს ძმას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრწმუნებოდი , რომ შალვა ნამდვილად გამოსწორდა და იგი აღარ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი თითქოს მოექცა სარწმუნოებაზე და ცდილობდა ეცხოვრა ეკლესიური ცხოვრების წესით. მისი გადმოცემით, მუდმივად ლოცულობდა და მოძღვარს აღსარებებს აბარებდა. მასში აღარ იყო აგრესია და მუდმივად შენდობასა და პატიოსანი ცხოვრების წესზე მესაუბრებოდა... ამიტომ ბევრს ვცდილობდი , რომ მომეხერხებინა შასჯელისგან მისი გათავისუფლება და შევძელი კიდეც.

მიუხედავად ამისა, შალვას მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის შემდეგ, იგი რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ. პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემარა სამართალდამცველი ორგანოებისთვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისთვის , მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ.

პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდეგ მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი, რომ შალვა დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე. ამის გამო ჩემს მიმართ განსაკუთრებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით. ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო და დამიზიანა ავტომანქანა.

ყველაზე ახლოს მასთან იყო ჩვენი მამიდაშვილი ლევან ხუციშვილი და მეგობარი გასან მამედოვი. ეს ორი პიროვნება ორი კვირის წინ ჩემმა ძმამ გამოაგზავნა ბორჯომში, ისინი ჩემს მშობლებთან მივიდნენ და უთხრეს რომ შალვასთვის ფული გაეგზავნათ, რადგან მიმალვაში მყოფს თანხა ესაჭიროებოდა. ჩვენ უარი შევუთვალეთ, რაზედაც მათ გვითხრეს, რომ ჩემი ძმა რაღაცეებს გეგმავდა და მოკლე ხანში უნდა დავლოდებოდით „ტრუპებს“, მათ შორის , შესაძლოა , პირველი მეც ვყოფილიყავი...“- აცხადებს სალომე აბულაძე ჩვენებაში


წყარო "ქრონიკა+"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42