ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფება, „ისლამურმა სახელმწიფომ“ და ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა, „თალიბანმა" ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს.
ამის შესახებ ავღანური გამოცემა „ხაამა პრესი“ წერს.
პროვინცია ჰელმანდის პოლიციის უფროსის, ნაბი ჯან მულაჰის განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ორი დაჯგუფების კონფლიქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მისი თქმით, დაჯგუფებების გადამტერების მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მიერ გამოთქმული „ეპითეტები“ გახდა. ISIS-ის ლიდერმა, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადმა „თალიბანის“ ლიდერს - მოლა მუჰამედ ომარს შეურაცხყოფა მიაყენა. ალ ბაღდადმა მას „სულელი“ და „უმეცარი მეთაური" უწოდა, რომელიც არც სულიერ და არც პოლიტიკურ ნდობას არ იმსახურებს. თავის მხრივ, „თალიბანის“ ამბოხებულებს დაევალათ, ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის აღმართვა არ დაუშვან - წერს რედაქცია.
მულაჰის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ავღანეთში, უცხოელი სპეცსამსახურების დახმარებით ხვდებიან, რათა მათ ავღანეთის მთავრობასა და „თალიბებს“ შორის მოლაპარაკებას ხელი შეუშალონ.
გამოცემის თანახმად, „თალიბანსა“ და ISIS-ის შორის მცირე შეტაკებები წარსულშიც მომხდარა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






