ხმელთაშუა ზღვაში აფრიკელი მიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა.
ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რომის ოფისმა, გემის ბორტიდან დახმარების მოთხოვნის სიგნალი მიიღო.
იტალიური მედიის ცნობით, ბორტზე 300 არალეგალი იმყოფებოდა, რომელთაგან 20 დაიღუპა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული კვირის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1.600-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






