იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა
სამართალი - 17:13, 20 Apr, 2015     1940

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაკავებულ იქნა პაკისტანის მოქალაქე (ნ. მ).

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ პაკისტანის მოქალაქე (ნ. მ.) საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს (ნ. შ) საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის დამზადებას ჰპირდებოდა და არწმუნებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა. კერძოდ, პაკისტანის მოქალაქემ (ნ. მ.) ერაყის მოქალაქეს (ნ. შ) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, საიდანაც 1500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა სახელმწიფო მოხელეებისათვის გადასაცემად და თაღლითურად მიითვისა. გარდა ამისა, პაკისტანელმა მოქალაქემ (ნ. მ.) ერაყელ მოქალაქეს (ნ. შ), დაუმზადა ყალბი სამუშაო ცნობა, რის სანაცვლოდაც დამატებით 200 აშშ დოლარი გამოართვა.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ, როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის მიერ სახელმწიფო მოხელის სახელის უკანონოდ გამოყენებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42