ბენიამინ ნეთანიაჰუ 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა
მსოფლიო - 17:09, 20 Apr, 2015     690

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრება.

ამის შესახებ, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ Jerusalem Post Israel News-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიხდევით, აღლუმს არც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. ღონისძიებაზე ოფიციალური იერუსალიმის წარმომადგენელი რუსეთში ისრაელის ელჩი იქნება.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოსკოვში ვიზიტზე უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, აშშ-ის, საქართველის, ავსტრიის, მოლდოვას, შვედეთის, ჩერმოგორიის, ფინეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩავა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრტის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ინდოეთის პრეზიდენტმა, ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ვიეტნამის, სომხეთისა და კუბის ლიდერებმა განაცხადეს. აღლუმზე დასწრების მზადყოფნა ჩეხეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმაც გამოთქვეს.

რაც შეეხება, ბელორუსიის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს, მოსკოვში ჩასვლას არც ბელორუსიის ლიდერი აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღეს მინსკში მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან აღლუმის ჩაბარება მხოლოდ მთავარსარდალს შეუძლია.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42