საბერძნეთის კუნძულ როდოსთან ახლოს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა მინიმუმ 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ბორტზე მინიმუმ 83 ადამიანი იმყოფებოდა, 23 მათგანი საავადმყოფოში, დანარჩენები კი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
ბორტზე მყოფ მიგრანტთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, ამიტომ სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს.
ყოველწლიურად, ათიათოსიბით ადამიანი ევროპაში მოხვედრას საბერძნეთისა და იტალიის გავლით არალეგალურად ცდილობს. რა დროსაც მათი დაღუპვის ფაქტები ხშირია.
შეგახსენებთ, ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა გუშინაც განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






