შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ დაისჯება ყველა ის პირი, ვინც პანკისელ ბავშვებს სირიაში წასვლას დააძალებს.
ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა გამოვლინდნენ პირები ვინც ბავშვებს აქეზებენ, რომ სირიაში წავიდნენ.
„ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არ მინდა, რომ წინასწარ რაიმე ინფორმაცია დავაანონსო. მიმდინარეობს გამოძიება და გპირდებით, რომ ის პირები, ვინც ხელს უწყობენ და აქეზებენ ახალგაზრდებს, რომ წავიდნებნ სირიაში დაისჯებიან“, - განაცხადა შს მინისტრმა.
პანკისელ 19 წლის ბიჭს სირიაში წასვლას ოჯახი აიძულებდა, გარკვეული პირები მას უთვალთვალებდნენ და მოკვლით ემუქრებიან. პანკისელი გიორგი ბორჩაშვილის დედამ სამშაბათს ,,რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა შვილმა ბარგი ჩაალაგა და სავარაუდოდ, სირიაში წავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






