საცხოვრებელ ბინას ბორჯომში მოკლული პოლიციელის ოჯახიც მიიღებს
სამართალი - 12:03, 20 Apr, 2015     1599

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ბექა მარგიშვილის ოჯახის გარდა, ბორჯომში მოკლულ პოლიციელის ოჯახსაც შეუძენს ბინას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში, სამართალდამცველთა ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარების გარდა, ერთჯერადად 100 000 ლარსაც მიიღებენ.

"კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ. მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს. ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს და ძალაში შევა. რაც შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისსა და ბორჯომში მოკლულ პოლიციელებს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებს შეუძენს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42