რუსეთი, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას მაისის დღესასწაულებზე გეგმავს - არსენი იაცენუკი
მსოფლიო - 11:19, 20 Apr, 2015     566

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენუკის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში დესტაბილიზაციის რამდენიმე გეგმა აქვს, რომელსაც სავარაუდოდ მაისის დღესასწაულებზე განახორციელებს.

ამის შესახებ აცენიუკმა, ტელეარხ „უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად, უკრაინის მთავრობა კიევში, ოდესაში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში უსაფრთხოების ზომების, კერძოდ პატრულირებისა და შინაგანი ძალების მობილიზების გაძლიერებას გეგმავს.

იაცენუკმა, უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინასა და ყოფილი დეპუტატის, ოლეგ კალაშნიკოვის გახმაურებულ მკლელობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მკვლელობა ანტიუკრაინული ძალების მიერაა ჩადენილი.

„ეს მკვლელობები ანტიუკრაინული ძალების მიერ არის ჩადენილი და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის რუსული სცენარის კლასიკური მაგალითია. პუტინს რამდენიმე გეგმა აქვს. მოსახლეობის უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და პროვიკაციების თავიდან აცილება - მაისის დღესასწაულებზე ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს“ - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.



ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42