ტრაგედია სარწმუნოებისთვის წამება არ არის, ტრაგედია მდუმარებაა - მამა პეტრე
რელიგია - 22:28, 19 Apr, 2015     3965
ვის აწყობს და რატომ არ აჩერებენ ამ ბოროტებას... - ,,ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ასირიელი ქრისტიანების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა ,,იმედის კვირაში“ სვეტიცხოვრლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ.

,,დუმილი მართლაც დანაშაულია, რადგან იქ, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანები სარწმუნოებისთვის ასე ეწამებიან, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ის მართლმადიდებელია თუ არამართლმადიდებელი; როცა ასეთი საყოველთაო სასაკლაო ეწყობა და ამაზე მსოფლიო დუმს და ჯერ კიდევ ვერ შეშფოთდა ევროპა და სხვა წამყვანი სახელმწიფოები და არ გააჩნიათ პასუხი, ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი, ვის აწყობს და რატომ არ აჩერებენ ამ ბოროტებას.

მე ქედს ვიხრი მამა სერაფიმეს წინაშე, რომელიც ასირიელი სასულიერო პირია საქართველოში, რომელიც ცდილობს, თავისი არამეული ენით ადიდოს უფალი და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე არამეულ ენაზე საუბრობდა და ეს ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის, საქართელოსთვის, რამეთუ საქართველოსთვის ასურეთი უცხო არ ყოფილა და ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად ძალიან მჭიდრო კავშირები გვქონდა. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ძალიან უჭირდა ჩვენს ქვეყანას, უფალმა გაიღო მადლი და წყალობა ჩვენზე და საქართველოში მოავლინა ათცამეტი ასურელი მამა ქრისტიანობის განსამტკიცებლად. დღეს რეალურად მოგვეცა შანსი, ასურელების, იმ ადამიანებს, ვინ ქრისტიანობისთვის ეწამება, ჩვენ გარკვეულწილად ვიყოთ მადლიერები. ამიტომ ჩვენ, უპირველესად გვევალება, რომ ვილოცოთ მათთვის. ვთვლი, რომ ასეთი შეკრებები კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ყამირი ვერ გავტეხეთ დღეს აქ გამოსვლით, მაფრამ ხალხმა დღევანდელ აქციაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია და მხარში დაუდგა მათ.

მე ჩემი ექვსი შვლით, ვთვლი, რომ დღეს ვარ ასურელი და ისე მტკივა იმ უმწეო ბავშვის სიკვდილი, როგორც შეიძლება მეტკინოს საკუთარი შვილის წამება, მაგრამ ტრაგედია ის კი არ არის რომ სარწმუნოებისთვის ეწამებიან, ტრაგედია ისაა, როცა ასეთ სასაკლაოს ხელს არ ვუშლით და პირიქით მდუმარებაში ვიმყოფებით „ - განაცხადა მამა პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42