ზვიად ფეიქრიშვილი ,,იმედის კვირას“ თავად დაუკავშირდა და იმ ფაქტის შესახებ ჰყვება, რომელიც 4 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სასაფლაოებთან მოხდა. საქმე ეხება კასპის პოლიციის 4 მოქმედ თანამშრომელს, რომლებმაც, ფეიქრიშილის მტკიცებით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. ფეიქრიშვილის ახლობელი და ფაქტის თვითმხილველი ჰყვება, რომ ფექირიშვილი ორმა პირმა ავტომობილში ჩასვა და წაიყვანა. მისი თქმით, ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან.
ფეიქრიშვილი ჰყება, რომ კასპის პოლიციის ოთხმა თანამშრომლემა საქმის გასარჩევად სასაფლაოს ტერიტორიაზე წაიყვანა. მიგრიაული, ლევან ბაისონაშვილი, ბარნოვი და ქასოშვილი - ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც ფეიქრიშვილის საქმის გასარჩევად წაიყვნეს.
ფეიქრიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველი ლევან ბაისონაშვილი მის მეუღლესთან, მაია დალაქიშვილთან რომანის გაბმას ცდილობდა.
,,სხვა გზა არ დამიტოვეს, სხვა ბერკეტიც შეიძლებოდა გამომენახა, მაგრა, ოჯახი მყავს, მეუღლე მყავს, 20 წლის სტუდენტი ბიჭი მყავს და მას გვერდით მამა სჭირდება. როგორია, ბიჭმა გაიგოს, რომ პატურლის თანამშრომელი მის დედას სასიყვარულო ესემესებს სწერს?!“
მაია დალაქიშვილი ამბობს, რომ ლევან ბაისონაშვილი ჯერ სოციალურ ქსელში უგზავნიდა წერილებს, შემდეგ კი სასიყვარულო ტექსტებს მობილურზე სწერდა. ,,საპასუხოდ ვუთხარი, რომ მე ვიყავი ოჯახის ქალი და რომ ჩემთან მიმოწერას აზრი არ ქჰონდა, ამის შემდეგ ფეისბუქიდან ის დავბლოკე. ეს დაბლოკილი ესემესი ტელეფონში იყო შენახული. ეს ნახა ჩემმა მეუღლემ და ბაისონაშვილის მისამართით შეიგინა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ შემოვიდა ჩემი მეუღლის ტელეფონში მიხეილ მიგრიაულის ზარი, რომელიც შეხვედრას სთხოვდა“ - ამბობს მაია დალაქიშვილი.
ზვიად ფეიქრიშვილი ამბობს, რომ მას პოლიციელები მხეცურად მოექცნენ. გაქცეულმა ფეიქრიშვილმა თავი ერთ-ერთ სახლს შეაფარა. პოლიციელი ბაისონაშვილი ჟურნალისტთან აცხადებს, რომ ამ თემაზე შს სამინისტროს პრესცენტრს მიმართონ.
4 აპრილის ინციდენტს გორის რაიონული პროკურატურა ცემის მუხლით იძიებს. საქმეში დევს სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რომ ზვიად ფეიქრიშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება და ექსკორაციები აღენიშნება. ზვიად ფეიქრიშვილმა 6 აპრილს პროკურატურას კვლავ მიმართა და ის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ფეიქრიშვილი ოთხივე პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და მათ მიმართ მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ფაქტს გორის პროკურატურა იძიებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტები, მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






