გამოცემის ინფორმაციით, სუმბაძე პოლიციამ პირველ აპრილს დაჰკითხა, რა დროსაც მან პორნოგრაფიული ვიდეოებით ვაჭრობის ფაქტი აღიარა, აშშ-ს დატოვება კი დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ მოახერხა და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა.
”washington post”-ის ცნობით, მონტგომერის პოლიცია კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც ვიდეოებში ჩანს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მონტგომერის პოლიციამ სამხრეთ დაკოტას გამომძიებლებისგან გასული წლის დეკემბერში მიიღო შეტყობინება, იმის შესახებ, რომ მონტგომერის ოლქში დაუდგენელი პირი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ათავსებდა.
სამართალდამცავების ცნობით, აღმოჩენილია დაახლოებით 6 ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან.
”washington post” ცნობით, პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი უკვე გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






