ვიქტორია ნულანდი: "ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას''
,,ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის’’- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა,
აშშ-ს ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ
დემოკრატიას აქვს გარკვეული პრინციპები, რამდენადაც არ უნდა იყო დარწუნებული და მიგაჩნდეს, რომ მართალი ხარ, თავი უნდა შეიკავო ძალადობისგან და იმისგან, რომ ხელით შეეხო დეპუტატს, - ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა.
დიპლომატის თქმით, მიღებულია შეტყობინება, რომ გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, გადმოინაცვლონ აქეთ, პრეზიდენტის რეზიდენცისკენ.
,,მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ურთიერთშეურაცყოფისგან’’, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
აშშ-ს ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ
,,ჩვენ მოვუწოდებთ, რომ იქნას ჩატარებული გამოძიება და ისინი ვიც დამნაშავეები არიან, წარსდგნენ სასამართლოს წინაშე.
თუ არის ეხლა რაიმე მიმანიშნებელი საფუძველი იმისა, რომ ძალადობა გაგრძელდება, მაშინ ხელისუფლებამ ხელში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
ამერიკის შეერთებული შტატების და ჩემი მიმართვა ამ ხალხისადმი იქნება ის, რომ რამდენადაც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ ვინმე დამნაშავეა, ახლა არ არის შურისძიების დრო’’, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ელჩ რიჩარდ ნორლანდის განცხადება პრეზიდენტის სასახლეში (8 თებერვალი)
,,პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტი დავინახე. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ მას სურს ეფექტური თანაარსებობა და მთავრობასთან ურთიერთობაში შემრიგებლური ტონის დამკვიდრება. ჩემი აზრით, დღევანდელმა ძალადობამ უნდა შეგვახსენოს, რატომაა მნიშვნელოვანი ორივე მხარისათვის, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გადადგას ნაბიჯი წინ, როგორც მოქმედებით, ისე სიტყვებით.
მივცეთ მთავრობასა და პრეზიდენტს მუშაობის საშუალება. არსებობს უფრო მეტი ძალადობის რისკი: არა მგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს ეს.
შევიტყვე, რომ როდესაც ერთი პარლამენტარი პრეზიდენტის სასახლიდან მიემგზავრებოდა, მას თავს დაესხნენ. ჩემი რჩევაა, რომ ყველა უნდა წავიდეს შინ, ხოლო პოლიტიკური პროცესი ხვალ დილიდანვე უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად’’.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური გევრდი აქვეყნებს.
კარლ ბილდტი: ,,ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ ხელი შეუშალა პრეზიდენტს, გამოსულიყო საქართველოს პარლამენტში’’
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერის გვერდზე ეხმაურება.
„ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ ხელი შეუშალა პრეზიდენტს, გამოსულიყო საქართველოს პარლამენტში ტრადიციული მიმართვით. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა დემოკრატიისთვის“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის გვერდზე.
ფილიპ დიმიტროვი: ,,არჩეული წარმომადგენლების ცემა აღმაშფოთებელია და არ არის სასიკეთო საქართველოსთვის’’
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა,
დიმიტროვის განცხადებით, არჩეულ დეპუტატებზე იერიშის მიტანა და ცემა აღმაშფოთებელია, რომელიც სასიკეთო არ იქნება საქართველოსთვის.
,,ხალხის შეკრება პოლიტიკურ ღონისძიებებზე იერიშის მისატანად მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. არჩეული წარმომადგენლების ცემა და მათზე იერიშის მიტანა აღმაშფოთებელია და არ არის სასიკეთო საქართველოსთვის’’, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
უცხოური მედია 2013 წლის 8 თებერვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
2013 წლის 8 თებერვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება.
ვრცელ სტატიას მომხდართან დაკავშირებით ,,Foreign Policy’’ უძღვნის და პუბლიკაციაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის შეფასება მოჰყავს:
,,ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლისათვის’’- განაცხადა ,, Foreign Policy’’-თან საუბარში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა.
,, Foreign Policy’’-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში და ამერიკელი დიპლომატები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ეროვნული ბიბილიოთეკა მას შემდეგ, რაც გაღიზიანებული მომიტინგეების ჯგუფმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩაშალა.
გამოცემა ,,The New York Times’’-ი კი წერს, რომ ხელისუფლების 5-თვიანი გაზიარების ექსპერიმენტი ღია კონფლიქტში გადაიზარდა. პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას დემონსტრანტებმა შეუშალეს ხელი, რომლებმაც შეტევა მიიტანეს თბილისის მერ გიგი უგულავაზე, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ აღნიშნული მოვლენების შემყურე პოლიცია უძლური იყო ან სურვილი არ ჰქონდა, გაეკონტროლებინა ხალხის მასა, რომელიც პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას ეწინააღმდეგებოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ პარასკევის კონფრონტაცია ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პარლმანეტში გამოსვლის ნებართვა არ მისცა.
,,უფრო კონფლიქტი, ვიდრე კოაბიტაცია’’ - ამ სათაურთით სტატიას ,,EURAZIANET’’-ი აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ძალაუფლებისათვის მანკიერი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სწრაფად ითრევს საქართველოს პოლიტიკურ არეულობის მორევში, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. 8 თებერვლის ჩხუბიც ივანიშილის მხარდამჭერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, ამის ზუსტი ამსახველია, - წერს გამოცემა.
,,საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა პროტესტმა გააფუჭა’’, - ამის შესახებ წერს უკვე ,,The Washington Post’’-ი, გავლენიანი ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ პროტესტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ დაძაბულობას, რომლისთვის დამახასიათებელი კონფლიქტური პოლიტიკა, კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა ოქტომბრის საპალრმანეტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის შემდეგ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი, რომელსაც მეორე საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში იწურება, მიმართვით პარლმანეტში უნდა გამოსულიყო, თუმცა მას ამის ნებართვა მისმა ოპონენტებმა არ მისცეს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდიან - ჩამორთვან პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება და ახალი პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს.
,,მომიტინგეებმა სააკაშვილს სიტვით გამოსვლაში ხელი შეუშალეს’’, - ამ სათაურით სტატიას ,,BBC’’-ის ვებ-გვერდზე აქვეყნებენ.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბიბლიოთეკის შენობასთან შეკრებილები პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანის უფლებების შეურაცყოფასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებდნენ. ,,BBC’’-ი აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები თავს დაესხნენ პარლამენტარებსა და ქალაქის მერს.
მასალის გამოყენების პირობები






