ადვოკატი გოგა ონიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
სამართალი - 19:15, 18 Apr, 2015     1450

ადვოკატი გოგა ონიანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, რის მიზეზადაც 2009 წლის 15 ივნისის აქცია დასახელდა. როგორც ცნობილია, მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

გოგა ონიანი, 3 საათზე მეტია, რაც დაკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის შენობასთან, აქცია გამართეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„მე თვითონ ვადასტურებ, რომ ამ აქციაზე ვიყავი. მაგრამ, თუკი ვინმემ იქ გადაცდომა ჩაიდინა, არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტომასალა. თუკი ვინმე მაჩვენებს ერთ ფოტოს მაინც, სადაც მე გადაცდომას ჩავდივარ, პირობას ვდებ, რომ არამცთუ ადვოკატს ავიყვან, არამედ თავადაც არ დავიცავ საკუთარ თავს,“ - აცხადებს გოგა ონიანი.

აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი, რომლის განცხადებით, კანონდარღვევაა ადამიანის დაკითხვა იმ საქმეზე, სადაც იგი ადვოკატის ფუნქციას ასრულებს.

„ეს არის სამარცხვინო, რაც ადვოკატ გოგა ონიანთან მიმართებაში ხდება, ცდილობენ გოგა ონიანი ჩამოაშორონ ამ პროცესებს , ვინაიდან თუ ადვოკატი მოწმის სტატუსით დაიკითხება დაცვის მყოფთა ინტერესებს ვეღარ დაიცავს „ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42