„ეს არის დაზარალებულების გასაჩუმებლად და მათ სანუგეშებლად, რომ მათ მიადგათ მძიმე მორალური ზიანი. ეს არის მიზეზი ბრალის დამძიმების. რა კვალიფიკაციაც არ უნდა მიენიჭოს აღნიშნულ საქმეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. აქედან გამომდიმარე მე აღნიშნულ საკითხს დავაყენებ სასამართლოში“- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ პროკურატურამ გია სოსანაშვილს ბრალი 17 აპრილს დაუმძიმა, ახალი ბრალი სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით.
ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
მასალის გამოყენების პირობები






