ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ISIS-ი ს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე დიდია.
სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში, ქურთების წინააღმდეგ ქლორის გაზის ყუმბარების გამოყენების ფაქტი დადასტურდა, რის გამოც დაიღუპა 6, ხოლო მოიწამლა 70 ადამიანი.
მომწამვლელი იარაღის გამოყენებაზე, სირიელი ბავშების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ ექიმებიც ალაპარაკდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს ფაქტების დამადასტურებელი კადრები უკვე მიაწოდეს.
„ვიდეო, რომელზეც ბავშვების მკურნალობის კადრებია ასახური, საბჭოს წევრები აატირა“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, სამანტა პუაერმა.
სირიელმა ექიმმა, მუჰამედ ტენარმა, რომელიც ქლორის გაზისკან მოწამლულ ბავშვებს მკურნალობდა, გაეროს მიმართა.
„გთხოვთ, შეაჩერეთ სირიაში მკვლელობები. თუკი ასე გაგრძელდა, ბავშები უმოწყალოდ დაიხოცებიან“- განაცხადა ექიმმა. მისი თქმით, ქიმიური იარაღისგან დასაცავდ საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ,„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები განსაკუთრებული სისასტიკითგამოირჩევიან. ისინი სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკოტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






