რატომ არის საშიში ადამიანისთვის აღდგომის შემდგომი პერიოდი
რელიგია - 17:09, 17 Apr, 2015     14012
მღვდელი გიორგი თევდორაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ადამიანთა იმ ცდუნებებზე საუბრობს, რომელიც აღდგომის მარხვის შემდგომ შეიძლება შეემთხვეს მორწმუნე ადამიანს:
ყველაზე დასაფიქრებელი აღდგომის შემდეგი პერიოდია – მსგეფსი, როდესაც ადამიანი ცდილობს, მიიღოს და აინაზღაუროს ის, რაც მარხვის პერიოდში მოიკლო, თან, არა ერთ თვეში, არამედ, ერთ საათში. მოვა აღდგომა, ადამიანები დაუბრუნდებიან ძველ ცხოვრებას და ღმერთს ძალიან სწყინს თქვენი ასეთი ქმედება. წმიდა მამები ამბობენ – ღმერთი ეჭვიანიაო, რადგან, ღმერთს არ უნდა, რომ ადამიანს ეს სოფელი ღმერთზე მეტად უყვარდეს. ჯერ უნდა გვიყვარდეს განკაცებული ღმერთი, რომელიც ჩვენთვის ეწამა, ჩვენთვის განკაცდა, აღდგა და, შემდეგ – ჩვენი ოჯახები, ნათესავები, ქვეყანა და საზოგადოება. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ჩვენში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ; ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი. ეკლესია ქრისტიანებს აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტეს აღდგომის ხარებით ესალმება და, როგორ შეიძლება, ეს სიხარული ერთ დღეში დასრულდეს?! ყოველი კვირა აღდგომის თანასწორია, განმეორებაა. ამიტომ, ეს ყველას უნდა ახსოვდეს არა მხოლოდ ორმოცი დღის განმავლობაში, არამედ მანამ, სანამ ამ ცისქვეშეთში უწევს ცხოვრება."- აცხადებს მღვდელი გიორგი თევდორაშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42