,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’’ გუშინ მომხდარ ძალადობას გმობს
საზოგადოება - 14:16, 09 Feb, 2013     589

ამის შესახებ ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის’’ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ,,ნიუპოსტი’’ უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’’ ეხმიანება 2013 წლის 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობრივ ქმედებებსა და აგრესიის გამოვლინებას, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკის, ისე პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, როგორც თითოეული ინდივიდის ფუნდამენტური უფლებები, ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი კომპონენტებია. თუმცა, როდესაც მშვიდობიანი შეკრება ძალადობრივი აქციის ფორმას იღებს, ის სცდება დაცული უფლების ფარგლებს და შესაძლოა სავალალო შედეგებითაც დასრულდეს, რისი მომსწრენიც, სამწუხაროდ, გუშინ გავხდით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება აამოქმედოს ყველა სათანადო და ეფექტიანი მექანიზმი იმისათვის, რომ ხელყოფისაგან დაიცვას სხვათა უფლებები და თავისუფლებები, შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი.

მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ ვერ შეძლო ქმედითი და ადეკვატური ზომების გატარება ძალადობის პრევენციისა და დაგეგმილი ღონისძიების დაუბრკოლებლად და მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, რომ, დაძაბული ემოციური ფონის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო სიტუაციის ესკალაციის წინასწარ განჭვრეტა. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს არ მიეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, არაერთი ადამიანი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი, გახდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, პოლიციამ კი ვერ მოახერხა დროულად და ქმედითად აღეკვეთა ძალადობა.

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’’ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას უზრუნველყონ ზემოაღნიშნულ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით დროული, სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება, სამართალდამრღვევთა გამოვლენა, მათი კანონშესაბამისი და ადეკვატური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა.

იმავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ისეთ სახელმწიფოს აქვს წინსვლის რეალური პერსპექტივა, რომელშიც განსხვავებული მოსაზრებების, მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფებს მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა არსებობს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის ხარისხი, პოლიტიკური პლურალიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების თითოეული წევრის მიერ კანონის განუხრელი დაცვა წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძირითად წინაპირობას. საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ამ ღირებულებათა სათანადოდ გათავისება და ცხოვრებაში გატარება, რის უზრუნველყოფაშიც გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ გუშინდელმა, არამედ ბოლო პერიოდში განვითარებულმა სხვა მოვლენებმაც, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე შემაშფოთებელმა პროცესებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივ ქმედებებსა და შეუწყნარებლობის გამოვლინებაზე არასათანადო რეაგირებას. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი მმართველმა კოალიციამ, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვად უნდა დაგმონ ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოხატვა, აგრესიის ტირაჟირება და შეუწყნარებლობის წახალისება.

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’’ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას განვითარებული მოვლენების გამო და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება სათანადოდ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს როგორც ობიექტური და ქმედითი გამოძიების ჩატარებას, ისე საზოგადოებისათვის სწორი გზავნილების მიწოდებას. ეს გადამწყვეტია იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ღირებულებების პატივისცემა, კანონის უზენაესობის დაცვა და მსგავსი სახის ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება’’, - ნათქვამია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის’’ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42