ბაჩო ახალაიას ვუთხარი, საქართველოში არ დაბრუნებულიყო - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 12:21, 17 Apr, 2015     3380

საქართველოს მესამე პრეზიდეტმა და ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ერთერთმა მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საკუთარ პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა. სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი, ყოფილი ქართველი მაღალჩნოსნების თემასაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისმა თანაგუნდელებმა ეს ნაბიჯი გაცნობიერებულად გადადგეს.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ბაჩო ახალიამ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მას დაურეკა, უთხრა, არ დაბრუნებულიყო.

„დამირეკა და მითხრა, საქართველოს საზღვართან ვიმყოფები და ვბრუნდებიო. ვუთხარი, ხვდებოდა თუ არა, რომ მას დააპატიმრებდნენ. მან კი მიპასუხა: „ვხვდები, მაგრამ ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გიგი უგულავამაც მიიღო.

მისი თქმით, დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე, უგულავას საფრანგეთში შეხვდა, სადაც თბილისის ყოფილმა მერმა უთხრა, რომ ციხეში ჩასმით, მის უდანაშაულობაში ყველა დარწმუნდებოდა.

„შენ ვერ გახდები ახალი ნელსონ მანდელა, ვუთხარი მას, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხს არ უყვარს ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ თავისუფლებაზე უარი, ვანო მერაბიშვილმაც გაცნობიერებულად თქვა.

სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილმა იცოდა, მად დაიჭერდნენ, თუმცა ის უდანაშაულო იყო და შესაბამისად, ამის არც ეშინოდა.

"ვანო ხშირად მწერს წერილებს, მამხნევებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა სააკაშვილმა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42