აშშ უკრაინელი ჟურნალისტის, ოლესა ბუზინასა და ყოფილი დეპუტატის, ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობებს გმობს და უკრაინის ხელისუფლებას მათი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარი ჰარფმა განაცხადა.
„ჩვნე ვგმობთ უკრაინელი ჟურნალისტისა და ყოფილი პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობას და პროკურატურას ამ დანაშაულების გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოვუწოდებთ, რაზეც პრეზიდენტმა პოროშენკომ უკვე ისაუბრა“- განაცხადა ჰარფმა პრესკონფერენციაზე.
ვიქტორ იანუკოვიჩის თანაპარტიელი და ყოფილი დეპუტატი, ოლეგ კალაშნიკოვი, 15 აპრილს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გუშინ კი, საკუთარი სახლის ეზოში უკრაინელი ჟურნალისტი, ოლეს ბუზინა მოკლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მკვლელობების სასწრაფოდ გამოძიების ბრძანება გასცა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






