ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება, „ალ-ქაიდას“ ბოევიკებმა იემენის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მუკალაში სამთავრობო ძალები გაანადგურეს და აეროპორტზე კონტროლო დაამყარეს. ისლამისტებმა ქალაქის ციხიდან რამდენიმე ბოევიკიც გაათავისუფლეს.
ინფორმაციას, "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
იემენში, „ალ-ქაიდას“ პოზიციების მას შემდეგ გამყარდა, რაც პრეზიდენტის მომხრეებსა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა გუშინ ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია , რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






