გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 1982 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჯუდუ ო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






