იტალიის პოლიციამ, 12 ქრისტიანის მკვლელობაში ბრალდებული 15 მუსლიმანი მიგრანტი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როცა მიგრანტები იტალიაში არალეგალურად შეღწევას ნავით ცდილობდნენ, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც 12 ქრისტიანი ღია ზღვაში გადააგდეს.
მიგრანტები განისა და ნიგერიის მოქალაქები იყვნენ.
სულ ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა.
პალერმოს პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს რელიგიური ნიშნით სიძულვილის, ადამიანების განზრახ მკვლელობებისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.
ბრალდებულები გვინეის, მალის, კოტ-დიუარისა და სენეგალის მოქალაქეები არიან.
ხმელთაშა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
იტალიაში გადასვლის მცდელობისას, გასული 48 საათის განმავლობაში, 450-მდე მეტი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 8 000-ზე მეტი არალეგალი გადაარჩინეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






