დაცვის მხარის განცხადებით, ყოფილი მერი უკანონო პატიმრობაშია. უგულავას დამცველთა თქმით, მისი პატიმრობით კონსტიტუცია ირღვევა.
„დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ აუცილებლად უნდა იმსჯელოს გიგი უგულავას უკანონო პატიმრობის თაობაზე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი შუამდგომლობა, რომელიც ამ თვალსაზრისით უკვე იყო დაყენებული სასამართლოში და ამ ეტაპამდე უყურადღებოდ არის დატოვებული, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სრულ უპასუხისმგებლობაზე ქართული მართლმსაჯულების მხრიდან კონსტიტუციის მიმართ“,- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილიამ.
დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალი მიმდინარე წლის 13 მარტს დაუმძიმდა და საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ის პატიმრობაში დატოვა.
მასთან ერთად, ბრალი დაუმძიმდა კეზერაშვილსა და ადეიშვილს 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია „იმედის“, მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე.
7 ნოემბრის ეპიზოდს ცალკე წარმოებად გამოეყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე. აღნიშნულ საქმეზეც წინასასამართლო სხდომა დღეს არის ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






