სოსო რობაქიძე პროკურატურამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვა. ამის მიზეზი რობაქიძის მიერ მიცემული ჩვენებაა, რომელიც სავარაუდოდ ბესიკ ხარძიანის მკვლელობას უკავშირდება.
„რუსთავი 2“-თან საუბრისას რობაქიძე ჩვენების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მან ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ მისცა.
ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა რობაქიძემ საგამოძიებო უწყებას. თუმცა განმარტავს, რომ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა იმ შემთხვევაში ხდება თუ პირი საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
ხარძიანის საქმის გამო არა თუმცა, პროკურატურამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვლა შესთავაზე ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველსაც.
„2008 წელს ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდათ შეკვეთილი და ამის გამო შემომთავაზეს ეს“, - განმარტავს მეტრეველი.
მასალის გამოყენების პირობები






