საფრანგეთს გემებისთვის აღებული თანხის უკან დაბრუნება მოუწევს - ვლადიმერ პუტინი
მსოფლიო - 17:18, 16 Apr, 2015     1876

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „მისტრალი“, რომლის გადაცემაზეც საფრანგეთი უარს ამბობს, რუსეთისთვის ფუნდამენტურ მნიშნელობას არ წარმოადგენს. თუმცა, ხელშეკრულების ჩაშლის შემთხვევაში, მოსკოვი პარიზისგან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

„გემების გადმოცემასთან დაკავშირებით, საფრანგეთთან ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვა. „მისტრალის“ მოწოდებაზე პარიზის უარი, რა თქმა უნდა ცუდის ნიშანია, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“ - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მოსკოვი საფრანგეთს ჯარიმის გადახდას არ აიძულებს და იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთი ღირსეული პარტნიორი აღმოჩდება, რომელიც გემებისთვის წინასწარ აღებულ თანხას უკან დააბრუნებს. პუტინმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს ხელშეკრულება საფრანგეთის დასახმარებლად დაიდო, შესაბამისად რუსული ფლოტისთვის „მისტრალების“ გარეშე არსებობა ტრაგედიას არ წარმოადგენს.

იანვრის დასაწყისში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს „მისტრალს“ თუ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ვლადიმერ პუტინის „პირდაპირი ხაზი“ დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42