ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დედაქალაქის შუაგულში, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა უდიდესი ტრაგედია და სირცხვილია.
პუტინმა, ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო ჯგუფი შეაქო და მათ მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ბორის ნემცოვის მკვლელობის დამკვეთების შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია.
რამდენიმე წუთის წინ, პუტინის მიერ, ნემცოვის დედისადმი გაგზავნი ტელეგრამის ტექსტი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის დამკვეთებსა და მკვლელებს გამოძიება აუცილებლად იპოვის და სათანადოდ დასჯის.
„ბორის ნემცოვმა ქვეყნის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. ის მუდამ პირდაპირ აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას“ - ნათქვამია ტელეგრამაში.
შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსეთის პრეზიდენტი მოსახლების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






